Tuesday, June 9, 2026

ხედვის კუთხის ცვლა


         ( თიხის გუნდის პოზიციიდან ამბის თხრობა და გავრცობა ახალი დეტალებით )


   გამარჯობა, დღეს მოგიყვებით რა გადამხდა. ბიჭმა ამომიყვანა პატარა ბნელი ყუთიდან, ჩემგან უშნო ბურთი გააკეთა და წავიდა. ჩემი აზრით, დაეზარა რამე ლამაზი შეექმნა,  ზერელე ადამიანი აღმოჩნდა, მეწყინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. დავრჩი მარტო, ვფიქრობდი: როდის მოვა ჩემი დრო, ამასობაში დღეები გადიოდა, ვშრებოდი და ვშრებოდი, ნელ-ნელა ვილეოდი... უცებ ხმა შემომესმა წკაპ, წკაპ, წკაპ, წვიმის წვეთები დამეცა და მეც გამოვცოცხლდი. ფანჯარა ღია დაუტოვებიათ, როგორ გამიმართლა. მიხარია გადარჩენა. 

   ხმაური შემომესმა ,ბავშვები მოიყვანეს ჩვენს სახელოსნოში. ყველამ აიღო თიხა, მე ხელი ისევ არავინ მახლო. ცოტა ხანში პატარო გოგონამ ხელში ამიყვანა, ჭიქა შექმნა ჩემგან, გამაპრიალა წყლით, თეთრად შემღება, ლამაზი ცისფერი ყვავილები დამახატა, გვერდით ყური დამიმაგრა და დედას უთხრა: ნახე, დე, რა ლამაზი ჭიქა გამომივიდა. დედამ უპასუხა: მართლაც ლამაზი ჭიქაა, ჩემო გოგონავ. ახლა გოგონას სახლში თაროზე ვზივარ და ჩემი დახმარებით ცხელ შოკოლადს სვამს, თან ვფიქრობ: როგორ გამიმართლა გულთბილი გოგონა რომ შემხვდა. 


                                                                                                                   

 



ანასტასია მინდელი

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...