Thursday, October 23, 2025

წარმოსახვითი ინტერვიუ ეთერთან

 

         ინტერვიუ ეთერთან



   მე ალექსი ვარ და მიტოვებული სოფლიდან გესაუბრებით, ახლა იმ ადგილას ვარ, სადაც მოხუცები მუდმივად ვიღაცას ელიან. ამ სოფლიდან ყველა წავიდა, ბილიკები გაუვალია, კიბეები- გაბზარული, სახლებს მძიმე ბოქლომი ადევს. მხოლოდ ერთი სახლია გამორჩეული და ამ სახლში ათი წლის ეთერი ცხოვრობს, მოდით გავესაუბროთ მას.

-         ეთერ, შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?

-         რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია ადამიანების სტუმრობა.

-         ხომ არ მოგვიყვებოდი შენი დღის შესახებ?

-         ჩემი დღე ერთფეროვანია და დამღლელიც. დილით ადრე ვდგები, მარტო ვსაუზმობ, დედა და მამა წასულები არიან, შინაურ ცხოველებზე ვზრუნავ, მერე ვსაუზმობ, გაკვთილებს ვიმეორებ და სკოლის გზას მარტო მივუყვები.

-         რატომ მარტო, მეგობრები არ გყავს?

-         ამ სოფელში მე ერთადერთი ბავშვი ვარ, მხოლოდ ძაღლებს ვეთამაშები, მოწყენილი ვარ, მაგრამ მაინც მიყვარს აქაურობა.

-         მადლობა, ეთერ, გულწრფელობისთვის.

 ალექსანდრე ბაზღაძე

 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...