მე ანდრია ვარ და ყველაზე უხმაურო ადგილი აღმოვაჩინე. უცნაური სიმშვიდეა, პატარა ჩქამიც კი არ არღვევს მყუდროებას. აქ ყველა სახლი ერთნაირია, ჩამოშლილი, ჩამოფეხვილი ღობეები აკრავს ირგვლივ. მხოლოდ სამი სახლია განსხვავებული, საკვამურიდან ბოლი ამოდის, ერთი სახლი კი ყველას ყურადღებას იქცევს, ლამაზი, მოწესრიგებული ეზო აქვს. ამ სახლში ცხოვრობს პატარა ეთერი, მოდით გავიცნოთ.
-ეთერ,
ხომ არ მოგვიყვები შენი სოფლის პრობლემებზე?ოფელი
დაიცალა, მხოლოდ სამი მოხუცი ცხოვრობს და ჩვენი ოჯახი, ერთი ბავშვიც კი არაა, ვისთანაც
ვითამაშებ.
-სევდიანი
ამბავია, შენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?
-მამა
კარგ საქმეს აკეთებს, ტყის მცველია, დედა ფერმაში მუშაობს, მე კი ვეხმარები და სკოლაში
დავდივარ.
-ხომ
არ მოგვიყვები შენი სკოლის შესახებ?
-
ჩემს სკოლაშიც არ ისმის ბავშვების ჟრიამული, კლასში მხოლოდ ხუთი მერხია.
-ბოლო
კითხვასაც დაგისვამ, რაზე ოცნებობ?
-მინდა,
რომ სოფელში ყველა დაბრუნდეს, და ადრინდელივით ახმაურდეს.
-დაგემშვიდობებით,
იმედია ეთერს ოცნება აუხდება.
ანდრია ბერუაშვილი
No comments:
Post a Comment