მე ევა ვარ, ახლა აქ ვარ და მოგიყვებით მიტოვებულ
სოფელზე. ირგვლივ ყველაფერს ეტყობა, რომ არავინ უვლის, დაინახავთ ჭიანაჭამ ხეებს, დაჩამიჩებულ
ხილს, ჩაფეხვილ ღობეებს. ახლოს ეთერის სახლია,
მოდით გავესაუბროთ სოფლის ყველაზე ყველაზე პატარა ბინადარს.
-
ეთერ, ხომ არ მოგვიყვები შენი ერთი დღის შესახებ?
-
დილით ადრე ვდგები, პირველ რიგში სახეს ვიბან,
ვსაუზმობ, შინაურ ცხოველებს დავხედავ, გაკვეთილებს ვიმეორებ, წითელ პალტოს ვიცმევ და
მივდივარ, სკოლა შორსაა.
-
როგორ ერთობი, როგორ განწყობაზე ხარ თანატოლების
გარეშე?
-
ეჰ, თავიდან ძალიან მიჭირდა, ახლაც მიჭირს, ადრე
ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი, მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ხანდახან ეს დარდი
ისევ მახსენდება და მეტირება, ხანდახან ასე მემართება.
-
ძალიან სევდიანია, მაგრამ რას ვიზამთ, იმედია
გეყოლება მეგობრები, ვიცი, რომ ძალიან გინდა. ამ წუთიდან ვიმეგობროთ, ხშირად ჩამოგაკითხავ,
გავაკეთებ რეპორტაჟებს შენს საინტერესო და ძნელ ცხოვრებაზე.
-
ახლა სიხარულისგან ავტირდები.
-
მიხარია, რომ გაგიცანი, მადლობა, დროებით.
No comments:
Post a Comment