Monday, October 27, 2025

სოფლის ყველაზე პატარა ბინადარი

 

     მე ევა ვარ, ახლა აქ ვარ და მოგიყვებით მიტოვებულ სოფელზე. ირგვლივ ყველაფერს ეტყობა, რომ არავინ უვლის, დაინახავთ ჭიანაჭამ ხეებს, დაჩამიჩებულ ხილს, ჩაფეხვილ ღობეებს. ახლოს  ეთერის სახლია, მოდით გავესაუბროთ სოფლის ყველაზე ყველაზე პატარა ბინადარს.

 

-         ეთერ, ხომ არ მოგვიყვები შენი ერთი დღის შესახებ?

-         დილით ადრე ვდგები, პირველ რიგში სახეს ვიბან, ვსაუზმობ, შინაურ ცხოველებს დავხედავ, გაკვეთილებს ვიმეორებ, წითელ პალტოს ვიცმევ და მივდივარ, სკოლა შორსაა.

-         როგორ ერთობი, როგორ განწყობაზე ხარ თანატოლების გარეშე?

-         ეჰ, თავიდან ძალიან მიჭირდა, ახლაც მიჭირს, ადრე ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი, მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ხანდახან ეს დარდი ისევ მახსენდება და მეტირება, ხანდახან ასე მემართება.

-         ძალიან სევდიანია, მაგრამ რას ვიზამთ, იმედია გეყოლება მეგობრები, ვიცი, რომ ძალიან გინდა. ამ წუთიდან ვიმეგობროთ, ხშირად ჩამოგაკითხავ, გავაკეთებ რეპორტაჟებს შენს საინტერესო და ძნელ ცხოვრებაზე.

-         ახლა სიხარულისგან ავტირდები.

-         მიხარია, რომ გაგიცანი, მადლობა, დროებით.

სტუმრად ეთერთან

 



    გამარჯობა, მეგობრებო! მე ნატალი ვარ და ახლა მიტოვებულ სოფელში ვიმყოფები. ახლა ავდივარ აღმართზე და ვიღაცის ხმა მესმის.

-         ბიჭო, გოგო, ვინმე ხართ მანდ?

-         ბებოების ხმა ისმის, მოდით ავაკითხოთ და ერთად გავიცნოთ ისინი. რა ლამაზი სოფელია, როგორი სიმშვიდე და სიწყნარეა, მათ ადგილზე რომ ვიყო, მეცხრე ცას ვეწეოდი, მოდი მათაც ვკითხოთ აზრი.

-         ბებო, როგორია თქვენი დღე, როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

-         ეჰ, ბებო, ჩვენ რა შეგვიძლია, მარტო პატარა ეთერის მამა თუ დაგვეხმარება, ის ერთადერთი კაცია მთელ სოფელში. სიმართლე რომ გითხრათ, მოსაწყენია აქაურობა, ეთერი თუ გაგვამხიარულებს.

-         ეთერი ის პატარა გოგოა როგორც მივხვდი, მასაც ვკითხოთ.

-         გამარჯობა ( ეთერს ლოყები შეეფარკლა ), შენ რას ფიქრობ ამ სოფელზე.

-         მიყვარს აქაურობა, მიყვარს ცხოველები, ბუნება, ჩემი სკოლაც, მაგრამ მოწყენილი ვარ, მეგობარი მჭირდება, ბავშვი.

-         მშობლებო, თქვენ რას გვეტყვით ეთერზე, როგორი გოგოა?

-         მორცხვი, მაგრამ მხიარული და ფიქრიანი.

-         ბოლოს ეთერს ვკითხოთ, რაზე ოცნებობ?

-         ჩემი ოცნებააა..... ამ სოფელში ხალხი ჩამოვიდეს საცხოვრებლად და გამოცოცხლდეს აქაურობა.

-         ოჰ, რა საინტერესო სურვილია.

მეგობრებო, ჩვენი გადაცემა ,, საქართველოში მოგზაურობა“ დასრულდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.

 

                                                                                                                               ნატალი

 

ინტერვიუ მიტოვებულ სოფელში

 

   



მე მარიტა ვარ, ახლა იმ სოფელში ვარ, საიდანაც ყველა წავიდა. აქ ბევრი ჭიანაჭამი ხეა, დაჩამიჩებული ხილი ყრია, ბილიკები გაუვალია, არავინ დადის. სახლები და ჩაფეხვილი ღობეები ლამისაა წაიქცევა. მხოლოდ ერთ სახლს ეტყობა კაცის ხელი. მოდი გავიცნოთ ამ სახლის ბინადარი, ათი წლის ეთერი.

-         ეთერ, ხომ არ მოგვიყვები შენ შესახებ?

-         მე ეთერი ვარ, მეოთხე კლასელი, მაქვს ცისფერი თვალები, ყველა ამბობს, რომ მორცხვი ვარ.

-         როგორ ერთობი, როგორ განწყობაზე ხარ თანატოლების გარეშე?

-         მე სულ მარტო ვარ, გასართობი თითქმის არაფერი მაქვს, მხოლოდ წიგნს ვკითხულობ, ან ძაღლებს ვეთამაშები.

-         როგორ ემზადები სკოლისთვის, როგორ უვლი შენს თავს?

-         დილით, როცა ვდგები დედა უკვე ფერმაშია, მე ბატებს დავხედავ, ცხვრებს, რომელიმემ ხომ არ მოიგო, პურს რძეში ჩავიყრი, თან ვჭამ, თან წიგნს ვკითხულობ, შემდეგ წიგნებს ვილაგებ და სკოლისკენ მიმავალ გზას დავადგები.

-         სკოლაზე რას გვეტყვი?

-         იქაც სევდიანი ვარ, ჩვენს კლასში მხოლოდ ხუთი მერხია.

-         დიდი მადლობა, ეთერ.


მარიტა კეკუტია


Thursday, October 23, 2025

ადამიანის ნაფეხურები

 


გამარჯობა, მე ანანო ვარ და ყველასგან მიტოვებული სოფლიდან გესაუბრებით. თურმე ყველას არ მიუტოვებია, აქ ერთი გოგონაა, მოდით რამდენიმე კითხვა დავუსვათ.

-გამარჯობა, ეთერ. შეგიძლია აღწერო თქვენი სოფელი და ეზო?

-სოფელში ყველა სახლი გადახრილია, ირგვლივ ჩაფეხვილი ღობეებით, ეზოებში დამპალი ხილი ყრია, არავინ აგროვებს, გზა სარეველა ბალახებითაა დაფარული. ჩემი ეზო გამოირჩევა.

ლამაზია, მოწესრიგებული, ადამიანის ნაფეხურებიც ეტყობა, კარტოფილიც კი დავთესეთ.

-შეგიძლია გვესაუბრო შენს განცდებასა და ფიქრებზე?

-ვერაფრით ვერთობი, მოწყენილი ვარ, სევდიანი, ჩემი ტოლა არავინაა, მხოლოდ სამ სახლში ცხოვრობენ, იქაც მოხუცი ბებოები. სოფელი თითქმის დაცარიელებულია.

-საწყენია, იმედია მეგობარს გაიჩენ, მადლობა .

 

წარმოსახვეთი ინტერვიუ ეთერთან

 

     



მე ანდრია ვარ და  ყველაზე უხმაურო ადგილი აღმოვაჩინე. უცნაური სიმშვიდეა, პატარა ჩქამიც კი არ არღვევს მყუდროებას. აქ ყველა სახლი ერთნაირია, ჩამოშლილი, ჩამოფეხვილი ღობეები აკრავს ირგვლივ. მხოლოდ სამი სახლია განსხვავებული, საკვამურიდან ბოლი ამოდის, ერთი სახლი კი ყველას ყურადღებას იქცევს, ლამაზი, მოწესრიგებული ეზო აქვს. ამ სახლში ცხოვრობს პატარა ეთერი, მოდით გავიცნოთ.

-ეთერ, ხომ არ მოგვიყვები შენი სოფლის პრობლემებზე?ოფელი დაიცალა, მხოლოდ სამი მოხუცი ცხოვრობს და ჩვენი ოჯახი, ერთი ბავშვიც კი არაა, ვისთანაც ვითამაშებ.

-სევდიანი ამბავია, შენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?

-მამა კარგ საქმეს აკეთებს, ტყის მცველია, დედა ფერმაში მუშაობს, მე კი ვეხმარები და სკოლაში დავდივარ.

-ხომ არ მოგვიყვები შენი სკოლის შესახებ?

- ჩემს სკოლაშიც არ ისმის ბავშვების ჟრიამული, კლასში მხოლოდ ხუთი მერხია.

-ბოლო კითხვასაც დაგისვამ, რაზე ოცნებობ?

-მინდა, რომ სოფელში ყველა დაბრუნდეს, და ადრინდელივით ახმაურდეს.

-დაგემშვიდობებით, იმედია ეთერს ოცნება აუხდება.

 

                                                                                                                    ანდრია ბერუაშვილი

 

 

წარმოსახვითი ინტერვიუ ეთერთან

 

         ინტერვიუ ეთერთან



   მე ალექსი ვარ და მიტოვებული სოფლიდან გესაუბრებით, ახლა იმ ადგილას ვარ, სადაც მოხუცები მუდმივად ვიღაცას ელიან. ამ სოფლიდან ყველა წავიდა, ბილიკები გაუვალია, კიბეები- გაბზარული, სახლებს მძიმე ბოქლომი ადევს. მხოლოდ ერთი სახლია გამორჩეული და ამ სახლში ათი წლის ეთერი ცხოვრობს, მოდით გავესაუბროთ მას.

-         ეთერ, შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?

-         რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია ადამიანების სტუმრობა.

-         ხომ არ მოგვიყვებოდი შენი დღის შესახებ?

-         ჩემი დღე ერთფეროვანია და დამღლელიც. დილით ადრე ვდგები, მარტო ვსაუზმობ, დედა და მამა წასულები არიან, შინაურ ცხოველებზე ვზრუნავ, მერე ვსაუზმობ, გაკვთილებს ვიმეორებ და სკოლის გზას მარტო მივუყვები.

-         რატომ მარტო, მეგობრები არ გყავს?

-         ამ სოფელში მე ერთადერთი ბავშვი ვარ, მხოლოდ ძაღლებს ვეთამაშები, მოწყენილი ვარ, მაგრამ მაინც მიყვარს აქაურობა.

-         მადლობა, ეთერ, გულწრფელობისთვის.

 ალექსანდრე ბაზღაძე

 

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...