Wednesday, November 19, 2025

სტუმრობა ეთერთან

 

   მე მარიამი ვარ და მიტოვებული სოფლიდან ვსაუბრობ. წარმოგიდგენიათ, აქ მხოლოდ სამ სახლში ცხოვრობენ ადამიანები, ორში მოხუცები, ერში კი -  პატარა გოგონა მსობლებთან ერთად.  ახლა გავესაუბროთ ამ პატარა გოგოს, სახელად, ეთერს.

-         გამარჯობა, ეთერ, მოგვიყვები შენი დღის შესახებ? ბავშვები რომ არ არიან, მოწყენილი ხარ თუ ყოველთვის პოულობ გასართობს?

-         ხშირად მოწყენილი ვარ, ყველას სწირდება თანატოლი, მეგობარი, მაგრამ გასართობსაც ვპოულობ, ძაღლებს ვეთამაშები, მიყვარს ცხოველებთან, მათზე ვზრუნავ, სკოლაშიც დავდივარ.

-         შეგიძლია მოგვიყვე შენი სკოლის გზაზე?

-         სკოლა შორსაა, დილდით სუფთა ჰაერს ვისუნთქავ, ფოთლების შრიალი მესმის, წითელი კუნელის ბუჩქი თითქოს მიცინის, მიყვარს მთის წყაროს დალევაც. ტყე უნდა გავიარო, ცოტა მეშინია, მივრბივარ და უკვე სკოლაშიც ვარ.

-         სკოლა როგორია?

-         გრძელი, კრამიტით გადახურული, დერეფანში მწერლების ფოტოებს ვათვალიერებ, ბავშვები იქაც არაა ბევრი, სიწყნარეა. ჩინეთზე ვკითხულობ წიგნებს, მიყვირს, რამდენნი არიან.

-         შენს ოცნებაზეც ხომ არ გვეტყოდი რამეს?

-         მე ბევრ ბავშვზე ვოცნებობ.

-         აუცილებლად აგიხდება, მადლობა.

 

                                                                  


                                                              მარიამ შენგელია

ლილუს ინტერვიუ

 

 

   მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მე ლილუ ვარ.  დღეს 2025 წლის

24 სექტემბერი, დილის რვა საათია და ჩვენი ეთერი სკოლაში მიდის, მოდით გავიცნოთ და ერთად გავიაროთ ეთერის გზა სკოლამდე.

 

 - გამარჯობა, ეთერ, სად მიგიჩქარია?

 - გამარჯობა, სკოლაში მივდივარ.

 - შეიძლება გამოგყვეთ და ეს გზა შენთან ერთად გავიაროთ?

 - რა თქმა უნდა, სიამოვნებით.

 - სანამ გზაში ვართ შენს სოფელზე ხომ არ მოგვიყვებოდი?

 - ჩემი სოფელი მიტოვებულია. ათ სახლს მძიმე ბოქლომი ადევს, ისეთი დაჟანგული გასაღებსაც ვერ მოარგებ. სახლები გადახრილა და ღობეები ჩამოფეხვილა, ხილი ლპება, მოხუცებს ძალიან უძნელდებათ მოვლა. ისე ძალიან ლამაზია, გაიხედეთ რამხელა ხეებია, მთის წყარო ჩამოედინება, წითელი კუნელიც ხარობს.

 - ამასობაში სკოლაშიც მოვსულვართ, სკოლაზე რას გვეტყვი?

 - ჩვენის სკოლა ძველია, კრამიტით გადახურული, ცოტა ბავშვი სწავლობს, განსაკუთრებით დერეფანში მიყვარს გავლა, ქართველი მწერლების გახუნებული ფოტოები კიდია.

ზარიც დაირეკა, უნდა დაგემშვიდობოთ.

-ნახვამდის ეთერ, სასიამოვნო დღეს გისურვებ.

 



 

                                                                                                                                 ლილუ გოგობერიშვილი

 

რატომ წავიდნენ ადამიანები სოფლიდან?

 

მე რატი ვარ , ამ სოფლიდან ყველა წავიდა, მხოლოდ სამ სახლს არ ადევს მძიმე ჟანგიანი ბოქლომი, შევეცდები გავარკვიო, რატომ დაცარიელდა სოფელი.

- გამარჯობა, ბებო. თქვენ ხომ არ იცით რატომ წავიდნენ ადამიანები სოფლიდან?

- ხალხს ქალაქი ურჩევნია, იქ მეტი შესაძლებლობაა.

- გასაგებია, თქვენ რატომ არ წახვედით?

- მე აქ ვცხოვრობ სამოცი წელია, არ შემიძლია აქაურობის მიტოვება.

მეორე ბებოსაც გავესაუბროთ.

-როგორია თქვენი ცხოვრება ამ სოფელში?

-აქ ცხოვრება ძალიან ძნელია, სახლი და ეზო უნდა დაალაგო, რაც ძალიან ძნელია მოხუცისთვის, ცხოველებსაც უნდა მოაუარო, თანაც არავინ გეხმარება.

-გამარჯობა, როგორც ვხედავ თქვენ ძალიან მოვლილი ეზო გაქვთ, როგორ ახერხებთ?

-სიმართლე გითხრათ, არც ისე ადვილია, ყველაფერს თვალ-ყური უნდა ადევნო.

-დაგემშვიდობებით, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

 

                                                                                                                  რატი ბაგათელია

მხიარული განწყობით გემშვიდობებით

 

  მე ელიზბარი ვარ, ეს სოფელი, სადაც ვიმყოფები, მიტოვებულს ჰგავს. ყველა სახლი ჩამონგრეულია, გადახრილი. სამი სახლი დანარჩენებს არ ჰგავს, ბოლი ამოდის საკვამურიდან, ეტყობა იქ ვიღაც ცხოვრობს, ერთად წავიდეთ.

-გამარჯობა, ქალბატონო, შეიძლება გაგესაუბროთ, როგორია აქ ცხოვრობა?

-ჩვენ გვიყვარს აქაურობა, სუფთა ჰაერია,  მაგრამ ძნელია  საკვების მომარაგება, თანაც ჩვენ მოხუცები ვართ, არ შეგვიძლია და ძლივსღა ვახერხებთ.

-აქ თურმე პატარა გოგონა ცხოვრობს, მასაც ვეწვიოთ.

-ეთერ, შენთვის როგორია ამ სოფელში ცხოვრება?

- იცით არ ვიცი , უნდა დავფიქრდე. ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოსაწყენი, მიყვარს ცხოველებთან თამაში, თავს ჩემით ვირთობ, მაგრამ ბავშვებთან მაინც უკეთესია, უფრო ვიმხიარულებდი თუ მეგობარი მეყოლებოდა.

- აუცილებლად გეყოლება, მოდით ყველამ ერთად  გადავიღოთ ფოტო, გაიღიმეთ.

მხიარული განწყობით გემშვიდობებით ამ სოფლიდან.

 

                                                                                                                     ელიზბარ მინდელი

 

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...