Wednesday, November 19, 2025

რატომ წავიდნენ ადამიანები სოფლიდან?

 

მე რატი ვარ , ამ სოფლიდან ყველა წავიდა, მხოლოდ სამ სახლს არ ადევს მძიმე ჟანგიანი ბოქლომი, შევეცდები გავარკვიო, რატომ დაცარიელდა სოფელი.

- გამარჯობა, ბებო. თქვენ ხომ არ იცით რატომ წავიდნენ ადამიანები სოფლიდან?

- ხალხს ქალაქი ურჩევნია, იქ მეტი შესაძლებლობაა.

- გასაგებია, თქვენ რატომ არ წახვედით?

- მე აქ ვცხოვრობ სამოცი წელია, არ შემიძლია აქაურობის მიტოვება.

მეორე ბებოსაც გავესაუბროთ.

-როგორია თქვენი ცხოვრება ამ სოფელში?

-აქ ცხოვრება ძალიან ძნელია, სახლი და ეზო უნდა დაალაგო, რაც ძალიან ძნელია მოხუცისთვის, ცხოველებსაც უნდა მოაუარო, თანაც არავინ გეხმარება.

-გამარჯობა, როგორც ვხედავ თქვენ ძალიან მოვლილი ეზო გაქვთ, როგორ ახერხებთ?

-სიმართლე გითხრათ, არც ისე ადვილია, ყველაფერს თვალ-ყური უნდა ადევნო.

-დაგემშვიდობებით, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

 

                                                                                                                  რატი ბაგათელია

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...