Wednesday, November 19, 2025

მხიარული განწყობით გემშვიდობებით

 

  მე ელიზბარი ვარ, ეს სოფელი, სადაც ვიმყოფები, მიტოვებულს ჰგავს. ყველა სახლი ჩამონგრეულია, გადახრილი. სამი სახლი დანარჩენებს არ ჰგავს, ბოლი ამოდის საკვამურიდან, ეტყობა იქ ვიღაც ცხოვრობს, ერთად წავიდეთ.

-გამარჯობა, ქალბატონო, შეიძლება გაგესაუბროთ, როგორია აქ ცხოვრობა?

-ჩვენ გვიყვარს აქაურობა, სუფთა ჰაერია,  მაგრამ ძნელია  საკვების მომარაგება, თანაც ჩვენ მოხუცები ვართ, არ შეგვიძლია და ძლივსღა ვახერხებთ.

-აქ თურმე პატარა გოგონა ცხოვრობს, მასაც ვეწვიოთ.

-ეთერ, შენთვის როგორია ამ სოფელში ცხოვრება?

- იცით არ ვიცი , უნდა დავფიქრდე. ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოსაწყენი, მიყვარს ცხოველებთან თამაში, თავს ჩემით ვირთობ, მაგრამ ბავშვებთან მაინც უკეთესია, უფრო ვიმხიარულებდი თუ მეგობარი მეყოლებოდა.

- აუცილებლად გეყოლება, მოდით ყველამ ერთად  გადავიღოთ ფოტო, გაიღიმეთ.

მხიარული განწყობით გემშვიდობებით ამ სოფლიდან.

 

                                                                                                                     ელიზბარ მინდელი

 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...