მოგესალმებით, ქალბატონებო
და ბატონებო. მე ლილუ ვარ. დღეს
2025 წლის
24
სექტემბერი, დილის რვა საათია და ჩვენი ეთერი სკოლაში მიდის, მოდით გავიცნოთ და ერთად
გავიაროთ ეთერის გზა სკოლამდე.
- გამარჯობა, ეთერ, სად მიგიჩქარია?
- გამარჯობა, სკოლაში მივდივარ.
- შეიძლება გამოგყვეთ და ეს გზა შენთან ერთად გავიაროთ?
- რა თქმა უნდა, სიამოვნებით.
- სანამ გზაში ვართ შენს სოფელზე ხომ არ მოგვიყვებოდი?
- ჩემი სოფელი მიტოვებულია. ათ სახლს მძიმე ბოქლომი
ადევს, ისეთი დაჟანგული გასაღებსაც ვერ მოარგებ. სახლები გადახრილა და ღობეები ჩამოფეხვილა,
ხილი ლპება, მოხუცებს ძალიან უძნელდებათ მოვლა. ისე ძალიან ლამაზია, გაიხედეთ რამხელა
ხეებია, მთის წყარო ჩამოედინება, წითელი კუნელიც ხარობს.
- ამასობაში სკოლაშიც მოვსულვართ, სკოლაზე რას გვეტყვი?
- ჩვენის სკოლა ძველია, კრამიტით გადახურული, ცოტა
ბავშვი სწავლობს, განსაკუთრებით დერეფანში მიყვარს გავლა, ქართველი მწერლების გახუნებული
ფოტოები კიდია.
ზარიც
დაირეკა, უნდა დაგემშვიდობოთ.
-ნახვამდის
ეთერ, სასიამოვნო დღეს გისურვებ.
ლილუ გოგობერიშვილი
No comments:
Post a Comment