მე მარიამი ვარ და მიტოვებული სოფლიდან
ვსაუბრობ. წარმოგიდგენიათ, აქ მხოლოდ სამ სახლში ცხოვრობენ ადამიანები, ორში მოხუცები,
ერში კი - პატარა გოგონა მსობლებთან ერთად. ახლა გავესაუბროთ ამ პატარა გოგოს, სახელად, ეთერს.
-
გამარჯობა,
ეთერ, მოგვიყვები შენი დღის შესახებ? ბავშვები რომ არ არიან, მოწყენილი ხარ თუ ყოველთვის
პოულობ გასართობს?
-
ხშირად
მოწყენილი ვარ, ყველას სწირდება თანატოლი, მეგობარი, მაგრამ გასართობსაც ვპოულობ, ძაღლებს
ვეთამაშები, მიყვარს ცხოველებთან, მათზე ვზრუნავ, სკოლაშიც დავდივარ.
-
შეგიძლია
მოგვიყვე შენი სკოლის გზაზე?
-
სკოლა
შორსაა, დილდით სუფთა ჰაერს ვისუნთქავ, ფოთლების შრიალი მესმის, წითელი კუნელის ბუჩქი
თითქოს მიცინის, მიყვარს მთის წყაროს დალევაც. ტყე უნდა გავიარო, ცოტა მეშინია, მივრბივარ
და უკვე სკოლაშიც ვარ.
-
სკოლა
როგორია?
-
გრძელი,
კრამიტით გადახურული, დერეფანში მწერლების ფოტოებს ვათვალიერებ, ბავშვები იქაც არაა
ბევრი, სიწყნარეა. ჩინეთზე ვკითხულობ წიგნებს, მიყვირს, რამდენნი არიან.
-
შენს
ოცნებაზეც ხომ არ გვეტყოდი რამეს?
-
მე
ბევრ ბავშვზე ვოცნებობ.
-
აუცილებლად
აგიხდება, მადლობა.
მარიამ შენგელია
No comments:
Post a Comment