Monday, October 27, 2025

სტუმრად ეთერთან

 



    გამარჯობა, მეგობრებო! მე ნატალი ვარ და ახლა მიტოვებულ სოფელში ვიმყოფები. ახლა ავდივარ აღმართზე და ვიღაცის ხმა მესმის.

-         ბიჭო, გოგო, ვინმე ხართ მანდ?

-         ბებოების ხმა ისმის, მოდით ავაკითხოთ და ერთად გავიცნოთ ისინი. რა ლამაზი სოფელია, როგორი სიმშვიდე და სიწყნარეა, მათ ადგილზე რომ ვიყო, მეცხრე ცას ვეწეოდი, მოდი მათაც ვკითხოთ აზრი.

-         ბებო, როგორია თქვენი დღე, როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

-         ეჰ, ბებო, ჩვენ რა შეგვიძლია, მარტო პატარა ეთერის მამა თუ დაგვეხმარება, ის ერთადერთი კაცია მთელ სოფელში. სიმართლე რომ გითხრათ, მოსაწყენია აქაურობა, ეთერი თუ გაგვამხიარულებს.

-         ეთერი ის პატარა გოგოა როგორც მივხვდი, მასაც ვკითხოთ.

-         გამარჯობა ( ეთერს ლოყები შეეფარკლა ), შენ რას ფიქრობ ამ სოფელზე.

-         მიყვარს აქაურობა, მიყვარს ცხოველები, ბუნება, ჩემი სკოლაც, მაგრამ მოწყენილი ვარ, მეგობარი მჭირდება, ბავშვი.

-         მშობლებო, თქვენ რას გვეტყვით ეთერზე, როგორი გოგოა?

-         მორცხვი, მაგრამ მხიარული და ფიქრიანი.

-         ბოლოს ეთერს ვკითხოთ, რაზე ოცნებობ?

-         ჩემი ოცნებააა..... ამ სოფელში ხალხი ჩამოვიდეს საცხოვრებლად და გამოცოცხლდეს აქაურობა.

-         ოჰ, რა საინტერესო სურვილია.

მეგობრებო, ჩვენი გადაცემა ,, საქართველოში მოგზაურობა“ დასრულდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.

 

                                                                                                                               ნატალი

 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...