Thursday, October 23, 2025

ადამიანის ნაფეხურები

 


გამარჯობა, მე ანანო ვარ და ყველასგან მიტოვებული სოფლიდან გესაუბრებით. თურმე ყველას არ მიუტოვებია, აქ ერთი გოგონაა, მოდით რამდენიმე კითხვა დავუსვათ.

-გამარჯობა, ეთერ. შეგიძლია აღწერო თქვენი სოფელი და ეზო?

-სოფელში ყველა სახლი გადახრილია, ირგვლივ ჩაფეხვილი ღობეებით, ეზოებში დამპალი ხილი ყრია, არავინ აგროვებს, გზა სარეველა ბალახებითაა დაფარული. ჩემი ეზო გამოირჩევა.

ლამაზია, მოწესრიგებული, ადამიანის ნაფეხურებიც ეტყობა, კარტოფილიც კი დავთესეთ.

-შეგიძლია გვესაუბრო შენს განცდებასა და ფიქრებზე?

-ვერაფრით ვერთობი, მოწყენილი ვარ, სევდიანი, ჩემი ტოლა არავინაა, მხოლოდ სამ სახლში ცხოვრობენ, იქაც მოხუცი ბებოები. სოფელი თითქმის დაცარიელებულია.

-საწყენია, იმედია მეგობარს გაიჩენ, მადლობა .

 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...