17.10.2025 , პარასკევი, მე-8 გაკვეთილი
კინოკლუბის იდეა ძალიან მოგვწონს. მე-8 გაკვეთილზე, როცა ძალიან დაღლილები ვართ, ვუყურებთ ხოლმე. დღეს პირველი ფილმის („ აკილას გაკვეთილი“) ყურება დავასრულეთ, მთელმა კლასმა ერთად ვნახეთ და ეს სახალისოცაა, ძალიან საინტერესო იყო, თანაც მოხერხებულად ვისხედით. თქვენ ალბათ დაგაინტერესათ, რატომ მომეწონა ასე ძალიან?
გამაოცა გოგონამ, აკილამ, რადგან მას თავიდან არ გამოსდიოდა სიტყვების დამარცვლა, ბოლოს კი კონკურსზე პირველ ადგილზე გავიდა. როგორ მიაღწია? შრომით, ნებისყოფით, მეცადინეობითა და თავდაჯერებულობით. მოდით, ახლა მასწავლებელზეც ვისაუბროთ, ის კეთილია, რადგან გოგონას ეხმარება და გულშემატკივრობს. დედა ფილმის დასაწყისში მკაცრია, ეჩხუბება, არ აქცევს ყურადღებას, ფილმის ბოლოს კი იცვლება და ისიც მის გვერდითაა. ფილმმა დამანახა, რომ ბევრი რამეა ძნელი, მაგრამ არ უნდა დანებდე, თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. მადლობა აკილას მაგალითისთვის.
დღიურის ჩანაწერი
ევა ქოქოლაძე
No comments:
Post a Comment