Tuesday, June 9, 2026

ჩანახატი

 დილით გავიღვიძე, ჩავიცვი ტანსაცმელი, მოვწესრიგდი, ავიღე ჩანთა და სკოლისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ცოტაც და მივიდოდი, მაგრამ უცნაური ხმები შემომესმა, თითქოს ვიღაც მელაპარაკებოდა, განვცვიფრდი, მივხვდი, რომ ქარი საუბრობდა, რადგან ქარიანი ამინდი იყო. 

-გამარჯობა, შენ ქარი ხარ?

-მე ქარი ვარ, რატომ გიკვირს ასე ძალიან?

-არასდროს დამლაპარაკებია ქარი.

-ვაა, რა უიღბლობაა, შენ რა გქვია?

-მე ანდრია.

-რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?

-მეგობრები არ მყავს, მაგრამ შენ გამოჩნდი და გავბედნიერდი. 

-რა უცნაური ხმა გაქვს.

-მე ქარი ვარ და აბა ადამიანივით ხომ ვერ ვილაპარაკებ. 

-კარგი,  წავედი, სკოლაში მაგვიანდება. 

-ხვალ გნახავ, კარგად. 

   სკოლის მერე სახლში დავბრუნდი, დედასაც მოვუყევი ეს ამბავი, მაგრამ არ დამიჯერა და ოთახში შევიკეტე, ჩამძინებია, ღამის ხუთი საათი იყო. 

-რა ხმებია, რა ხდება? კარის ჭრიჭინს მივამსგავსე. შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: ანდრია, შენ ხარ, სწორ ადგილას მოვედი?

- ქარო, აქ რამ მოგიყვანა?

-შენი მოკითხვა მინდოდა.

-ხო, მაგრამ ღამის ხუთი საათია. 

-დაწყნარდი, უბრალოდ შენს დასამშვიდებლად მოვედი. 

-სად აპირებ წასვლას?

-სხვა მარტოსული ხალხი უნდა მოვინახულო.

ქარი თავის გზას გაუდგა, მოწყენილი ჩავწექი ლოგინში, თან მთვარეს გავყურებდი ამასობაში კი  კეთილ ქარზე ფიქრში ჩამეძინა ისევ...

                                                                                             

         


ჩანახატი 

ანდრია ბერუაშვილი

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...