Tuesday, June 9, 2026

წარმოსახვითი წერილი სულხან- საბა ორბელიანს.

 დიდებულო მწერალო, თქვენზე ბევრი რამ მსმენია და თქვენ მიერ დაწერილი იგავები უამრავჯერ წამიკითხავს. საამაყოა ის ფაქტი, რომ თქვენი იგავები სააუკუნეების წინ დაიწერა და ახლაც არის აქტუალური. თქვენს იგავებს მარტივი სიუჟეტი აქვს და ბავშვებისთვის უფრო ადვილია შეგონების ამოცნობა. ყველა იგავში გონივრული საიდუმლოა ჩამალული, რომელიც უნდა ამოვიცნოთ. თქვენს იგავებს ვკითხულობ და ვცდილობ მივხვდე რის თქმა გსურთ. ჩემი წარმოდგენით ხართ გონებამახვილი და საზრიანი, რადგან ყველა იგავის შეგონება დამაფიქრებელია.  ყველაზე მეტად მომეწონა „ უსამართლო შირვან -შაჰი“ , შევამჩნიე მეფის სასტიკი ქცევა, მაგრამ მისი ცვლილება ძალიან მომეწონა. შთამბეჭდავი იყო ვეზირის გონებამახვილური ტყუილი, რომელმაც მეფე შეცვალა. დადებითად ვაფასებ მის ქცევას  და ძალიან მომეწონა, მომჩივანი რომ  არ დააბეზღა. საინტერესოა ჩემთვის რატომ დაარქვით თქვენს იგავთა კრებულს „ სიბრძნე სიცრუისა“ ? ჩემი აზრით, სიცრუისა ნიშნავს  ტყუილში ჩამალულ გონიერებას, თქვენ შესახებ ბევრი მაინტერესებს და მინდა სხვა იგავებიც წავიკითხო. 



 პატარა მკითხველი, მარიტა. 

 

      









 



                               







წერილი 

მარიტა კეკუტია 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...