ჩანახატი
ავდრიანი ამინდია, მზე არ ანათებს, სიცივეა. ქარი სტვენს, თითქოს მელაპარაკება, რისი თქმა უნდა? მართლა რომ შესძლებოდა ლაპარაკი, რას მეტყოდა?
სევდიან განწყობაზე დავდექი, თითქოს ქარიც ცუდად გრძნობს თავს და თავის განწყობას მიზიარებს. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა, უცებ ხმა მომესმა: ძალიან ვწუხვარ, მეშინია სახლები არ დავუნგრიო ადამიანებს, ხეები არ ამოვძირკვო, რა ვქნა? ვერაფერს ვუხერხებ ჩემს ძალას. ამასობაში გაწვიმდა, დამშვიდდი, იქნებ კარგ რამეზე იფიქრო, მაგალითად მზეზე, ვუთხარი მშვიდი ხმით. ამ საუბრისას გამომეღვიძა, თურმე ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. გარეთ რომ გავიხედე მზე ანათებდა და მე არ ვიცოდი რა მეთქვა...
ანანო გოგუციძე
No comments:
Post a Comment