მე ერთი პატარა თიხის გუნდა ვარ, ყველას უბრალო
ვგონივარ, მაგრამ მეც მაქვს ფიქრები, განცდები და ემოციები. ერთი ზერელე და უგულო ბიჭის
ხელში მოვხვდი, დამაბურთავა და ფანჯრის რაფაზე მიმიჩინა ადგილი, ნელ-ნელა ვშრებოდი, დღეები გადიოდა, არავინ მაქცევდა ყურადღებას, რამდენიმე
დღეც და გავქვავდებოდი. მოწყენილობა, სევდა, სასოწარკვეთა იცით რა არის? მარტო რომ მიგაგდებენ... ამ ფიქრებში ვიყავი გართული,
რომ მოულოდნელად წყლის წვეთები დამეცა, ისე დავრბილდი, როგორ ადრე, ცომივით, ვსუნთქავდი,
ახალი სიცოცხლე დავიწყე. ჩემს სიხარულს გოგონას გამოჩენა დაემატა, ხელში ამიყვანა.
ვიგრძენი სითბო, სიყვარული და სიკეთე. რბილად მზელდა, ჩემგან რაღაც ფორმებს აკეთებდა.
დიდი ხანი არ დასჭირვებია, ულამაზეს ფინჯნად მაქცია. უსაზღვროდ მიხარია ასეთი ლამაზი
რომ ვარ, თანაც დილას ამ კეთილ გოგოსთან ვატარებ, ჩემი დახმარებით ცხელ შოკოლადს რომ
მიირთმევს.
ანანო გუგუციძე
No comments:
Post a Comment