დასავლეთ საქართველოში უღრან ტყეში იდგა მუზეუმი, სახელად მისტერია. ამ
მუზეუმში უძველესი მომაჯადოვებელი ნივთები ინახებოდა. მისტერია ერთმა განათლებულმა
ბებომ შექმნა, ნივთები კი წინაპრებისგან გადმოეცა, ზოგიც არქეოლოგიურ გათრებზე მოიპოვა.
ვარდო ბებოს მუზეუმს უამრავი ადამიანი ათვალიერებდა. იქ ნახავდით ულამაზეს ქვებს, ჯადოსნურ
სამკაულებს, ძველისძველ ნივთებს. მათ თვითონ ვარდოც კი არ ეხებოდა, უყურებდა და ამაყობდა.
განსაკუთრებით აინტერესებდა ერთი უძველესი პულტი. ხანდახან ჩაფიქრდებოდა ხოლმე, რომ
დავაჭირო რა მოხდება? მერე კი თავს მიანებებდა. ერთხელაც ცნობისმოყვარეობამ სძლია,
წინასწარ მცველებიც გააფრთხილა, ქურდი არ გეგონოთო და პულტის ღილაკს დააჭირა თითი.
უეცრად მუზეუმის კედელი შუაზე გაიხსნა და სინათლემ ძლიერად გამოანათა, ვარდო დაუფიქრებლად
შევიდა კედლებს შორის. შესვლისთანავე კედლები დაიხურა. მცველები ვერსად პოულობდნენ,
გავიდა ხანი და მის გარეშე მუზეუმიც დაიკეტა. ამ დროს კი ვარდო პულტის დახმარებით უჩინმაჩინების
სამყაროში იყო. თვალებს ვერ უჯერებდა, ძალიან
გრძელმა ხიდმა, რომელიც ოკეანის ზემოთ გადებულიყო, ვარდო სასახლეში მიიყვანა. მოჩუქურთმებული
სასახლე თეთრ და ლურჯ ფრად აელვარებული. სასახლეში მისვლამდე ამ ქალაქის ერთ-ერთმა
ბინადარმა ვარდოს უთხრა: მთელი ქალაქი ერთ ჯადოსნურ ქვას ეძებსო, რომელიც კამილა ვილაბიმ
წაიღო ჩვენი ქვეყნიდანო. ამის გაგონებაზე ვარდო შეშფოთდა, რადგან სწორედ ეს ქვა მის მუზეუმში ინახებოდა და კამილა
ვილაბი მისი დიდი ბებია იყო. სწორედ მისგან ერგო ჯადოსნური ქვა. ვარდოს კი ენანებოდა,
მაგრამ მისი შენახვაც არ შეეძლო, ამ ხალხისთვის უფრო ძვირფასი იყო, ამიტომაც დააბრუნა,
ქვის მოვლაც ასწავლა მათ. ვარდოს მადლობის ნიშნად უჩინმაჩინების ქალაქის ოქროს სიმბოლო
გადასცეს, მოხუცს სიტყვები არ ჰყოფნიდა მადლიერების გამოსახატავად. უჩინმაჩინების ქალაქმა
ქვა დაიბრუნა, ბებომ კი ახალი ექსპონანტი შესძინა თავის მუზეუმს. ახლა აღმოსავლეთიდანაც
ჩამოდიოდნენ მისტერიაში.
ანიტა მესხი
No comments:
Post a Comment