Monday, June 8, 2026

დამარწმუნებელი სიტყვა

 

     გამარჯობა, მე ვარ ანიტა მესხი და ვისაუბრებ ერთ მნიშვნელოვან თემაზე.  დღეს ადამიანები დროს იმ საქმეებში ფლანგავენ, რაც მათთვის უინტერესოა. სოციალურმა ქსელმა ადამიანებს დააკარგვინა თავი. სხვების დასანახად აკეთებენ იმას, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ. იცვამენ იმას, რაც არ უხდებოდეთ. ყიდულობენ იმ ნივთებს, რომლებიც არაფერში სჭირდებათ. მაგ: აქვთ  iphone 17 pro-მხოლოდ იმიტომ რომ მოდაშია, ამ დროს მისი ფუნქციები გამოუყენებელი რჩებათ. დადიან  სამოგზაუროდ მხოლოდ იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსონ და სხვების ყურადღება მიიქციონ. მაგალითად, როცა სამოგზაუროდ მივდივარ ოჯახთან ერთად სულ იმაზე ვართ ორიენტირებული მეტი სიამოვნება მივიღოთ, გავიცნოთ ცნობილი მხატვრები, დავათვალიეროთ მუზეუმებში მათი ტილოები და ქანდაკებები, ვნახოთ განსხვავებული ეკლესიების არქიტექტურა.

   ბოლოს მინდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ: რასაც აკეთებთ მართლა თვენთვისაა, საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად თუ სხვების დასანახად?

 


 

ანიტა მესხი

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...