მე გიორგი შამუგია ვარ. დავიბადე ქალაქ ზუგდიდში, 2015 წლის 4 თებერვალს.
ვარ მაღალი, გამხდარი, ხუჭუჭთმიანი, ყავისფერთვალება, სახეზე ჭორფლები მიციმციმებს.ეს
ჩემი გარეგნული პორტრეტია. რომ მითხრათ, დაასახელე შენი ორი დადებითი თვისებაო, მაშინათვე
მეგობრულობა და გულკეთილობა გამახსენდება. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, წარმოუდგენლადაც
კი.
მწვანეთვალება დედა მყავს. დედა
და მამა შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, კარგად მექცევიან, უნდათ, რომ ვაჟკაცური თვისებები
მქონდეს, ყოველთვის მირჩევენ , რომ არ უნდა დავნებდე, თუნდაც არ გამომივიდეს, მარტივი
ხომ არაა პირველად რაიმეს ცდა.
ჩემთვის ყველაფერი შთამბეჭდავი
ფეხბურთს უკავშირდება, მეც კარგად ვთამაშობ, მახსოვს ფინალი მოვიგეთ. ჩემს სიხარულს,
აღტაცებასა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მჯერა საკუთარი თავის, შრომისმოყვარეობითა
და მიზანდასახულობით ყველაფერი გამომივა.
No comments:
Post a Comment