Tuesday, June 9, 2026

ჩანახატი

 გათენდა. ერთი შეხედვით ყველაფერი ისევ ისეთი ჩანდა. ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ, მზე ნაკლებად ანათებდა, ნუთუ დაღლილია... სიტყვა ვერ დავასრულე ქარის ხმა რომ გავიგე. აივნის კარი გავაღე, მაინტერესებდა ისე თუ საუბრობდა, როგორც ჩემს სიზმრებში. ვერაფერი გავიგე და გულდაწყვეტილი შემობრუნებას ვაპირებდი, მესმის:

-მე კი ვლაპარაკობ, მაგრამ ადამიანებს  ჩემი ხმა რომ ესმით, ცუდი ვგონივართ, ხასიათს გვიფუჭებსო, ასე ამბობენ.

-მე მომწონს შენი სტვენა, ბუნებას უხდები, რამე საქმე გექნება, ღმერთმა იმიტომ შეგქმნა, რომ რაღაც მისია მოგიძებნა. 

-რომ არ ვიცი, ვერ ვხვდები ? 

-მერე რა, ჩვენც არ ვიცით, მაგრამ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ღმერთმა გაგვაჩინა, ბედნიერები ვართ, შენც იცხოვრე შენი გადაწყვეტილებებით. 

-შენი დახმარებით დავმშვიდდი. 

    ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს დამეგობრებულები. ლამაზი ცა გამოჩნდა, მზემ გაიღვიძა და დედის ხმამ გამაღვიძა. ტასო, სკოლაში აგვიანებ... თურმე სიზმარი ყოფილა...


ქარი მოდის ქარიო

აკაკუნებს კარზეო

შემომიშვი სახლშიო

ლაპარაკი მინდაო. 


                                                                                                         

 



ჩანახატი

ანასტასია მინდელი

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...