Tuesday, June 9, 2026

( მოთხრობის გაგრძელება „ მირანდუხტის“ მიხედვით )

  ერთ მზიან დღს მირანდუხტი გამოჩნდა. ქუსლებიანი ფეხსაცმელები ეცვა, ბეჭებგამართული მოაბიჯებდა, აპრეხილი ცხვირი უხდებოდა, ფერმკრთალი იყო, მაგრამ ძალიან ნაზი და სიფრიფანა, ცისფერი თვალები უციმციმებდა. ორ შუშის კედელს შორის შემოანათა მაღაზიაში. ერთი ბოთლი წყალი შეიძინა და გერონტის განყოფილებასთან მივიდა. გერონტი ღელავდა, მაგრამ  ძალა მოიკრიფა და უთხრა: 

-ქალბატონო მირანდუხტ.

-დიახ, გერონტი

-იცით, მე დიდი ხანია ამის თქმა მინდა, ჩემს სახლში გეპატიჟებით, ჩემს გოგონებს გაგაცნობთ. 

-დიდი სიამოვნებით, არ დაფიქრებულა გოგონა. როდის მოვიდე?

-ხვალ თუ შეგიძლიათ, დილის 10 საათზე. 

   გათენდა მეორე დილა. გერონტიმ სახლი მიალაგა, მტვერი გადაწმინდა, გოგონები ლამაზ კაბებში გამოაწყო, თვითონ პერანგი ჩაიცვა, წითელი ჰალსტუხი გაიკეთა და სამსახურში მოვიდა. მირანდუხტიც გამოჩნდა. 

-აბა, წავედით. თქვა მირანდუხტმა.

-წავედით, მაგრამ ფეხით გვიწევს, ბოდიში. 

-არაფერია, მიყვარს ფეხით სიარული, თანაც ჯანმრთელობისთვის კარგია. 

სახლი პატარა იყო, მაგრამ მყუდრო. 

-ბოდიში, შენსავით სასახლეში რომ არ ვცხოვრობ, დაიმორცხვა გერონტიმ. 

-ასე ნუ ფიქრობ, მეც სულაც არ დავაბიჯებ მარმალილოს კიბეებზე. სახლი კი პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზი და მთავარია, რომ ამ სახლში უსასრულო სიყვარულია. 

გერონტის ჩაეღიმა.                                                                                                                                

 







                                                                                                                     გოგიბერიშვილი ლილუ 

No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...