ერთ
დღეს
მირანდუხტი
შემოვიდა
მაღაზიაში,
გოგონამ
არაფერი
იყიდა.
გერონტი
ისევ
გაწითლდა,
ალბათ
გაინტერესებთ
რატომ
შევიდა
მაღაზიაში
თუ
არაფერს
იყიდდა?
გოგონამ
გამყიდველი,
არა,
ახლა
უკვე
უფროსი
მეგობარი
თავაზიანად
და
თბილად
მოიკითხა,
მერე
კი
ხელთნაკეთი
ლამაზი
საკიდი
აჩუქა.
გერონტის
ძალიან
გაუხარდა
და
ჰკითხა:
ასეთმა
პატარამ
როგორ
გააკეთე?
ლამაზმა
მირანდუხტმა
დიდი
ცისფერი
თვალები
დაბლა
დახარა
და
თავმდაბლობით
უპასუხა:
არაფერია,
ჩემი
ერთ-ერთი
გატაცებაა
და
რაღაცნაირად
ჩაიღიმა.
გერონტიმ
ვეღარ
მოითმინა
და
სახლში
დაპატიჟა
გოგონების
გასაცნობად,
ღელავდა,
მაგრამ
სიტყვები
მაინც
შეაკოწიწა.
გოგონაც
დათანხმდა,
ოღონდ
იმ
პირობით
საღამომდე
თუ
დაბრუნდებოდა
სახლში.
დროზე
შეთანხმდნენ,
მშობლებისგან
ნებართვაც
აიღო.
პარასკევს
17:00 საათზე
ერთად
გაუყვნენ
ნახალოვკისკენ
მიმავალ
გზას,
სიფრიფანა
გოგონა
მორცხვად
შევიდა
სახლში,
ელენე
და
ნია
გაიცნო.
-რამდენი წლის ხარ?
-რა ლამაზი ხარ.
- დედასა და მამას
რა
ჰქვია?
არ
ჩერდებოდნენ
აღტაცებული
მოტიტინე გოგონები, მირანდუხტიც
დინჯად
პასუხობდა
და
დედათქვენს
რა
ჰქვია?
იკითხა
ბოლოს.
გერონტიმ
ყური
მოჰკრა,
ცალკე
გაიყვანა
და
უთხრა:
-მათ დედა გარდაეცვალათ.
-ბოდიში, თანაგიგრძნობთ,
სევდიანად
ჩაილაპარაკა
გოგონამ.
სევდიანი
საუბარი
მხიარულებამ
შეცვალა.
მირანდუხტ,
შენ
შესანიშნავი
ბალერინა
ხარ,
ძალიან
მინდა
გოგონებს
ბალიტი
ასწავლო.
მირანდუხტი
მთელი
გრძნობით
მსუბუქად
აფარფატდა,
აღტაცებული
გოგონები
ჯერ
თვალს
არ
აშორებდნენ.
ნუ
გერიდებათ,
გაიმეორეთ,
თქვენც
გამოგივათ
აგულიანებდა
მათ.
ასე
დაიწყო
ბალეტის
პირველი
გაკვეთილით
მათი
დიდხნიანი
მეგობრობა...
No comments:
Post a Comment