Monday, June 8, 2026

ჩემი ფიქრები

 

           დილით  ქარის სტვენამ გამაღვიძა. ტოტებს ისე არხევდა, თითქოს მათი დალეწვა სურდა. შეშინებული და აკანკალებული  ტოტები ჩემს ფანჯარაზე ისე აკაკუნებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ შემომიშვიო. ფანჯარას მივუახლოვდი, გამიკვირდა ასე რამ გააბრაზა ქარი? იქნებ თებერვლის მოსვლას დარდობს და ზამთრის მილევას ვერ ეგუება. ხმაური ნელ-ნელა მიწყნარდა, აღმოსავლეთიდან მზემ ამოანათა და ქარიც თითქოს  აღარ ჩხუბობდა, არამედ ხეებს ეცეკვებოდა, ანცობდა და ყველას გამხიარულებას ცდილობდა. საკიდებიდან მოპარული ტანსაცმლით, თავებიდან მოგლეჯილი ქუდებით, სახეზე აფარებული შარფებით, აწეწილი თმებით ყველას იმას ეუბნებოდა, რომ ყველანაირი  ამინდი თავისებურად ლამაზია, თუ ჩვენ შევძლებთ ამ სილამაზის დანახვას...




No comments:

Post a Comment

14.11.2025 პარასკევი

    პარასკევი დღეა, ახალ ფილმს ვასრულებთ, რომელსაც „ კლასის წინ“ ჰქვია. ფილმი ერთ ბავშვზეა, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ეს დაავადება გაი...