დილით ადრე გავიღვიძე, ავდექი, მოვწესრიგდი და ჩაცმა დავიწყე. უცებ შევცბი, ფანჯარა გაიღო და ქარმა მიჩურჩულა: თბილად ჩაიცვი, გაცივდებიო. მეგონა მომეჩვენა. ჩავიცვი ჯინსები და მასური, კეპი დავიხურე და პალტოც მოვიცვი. გავედი სასეირნოდ, დამახველა, მერე დამაცემინა, მართლაც ციოდა. გავიფიქრე ის ხმა მართალი ყოფილა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ჩემს ფიქრებს და გზა გავაგრძელე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი, რომ რაღაც შემეხო, წინ ქარი ჩამომიდგა.
-შენ ვინა ხარ? ან საიდან მოსულხარ?
- აქამდე ვერ მამჩნევდი? გახსოვს დილით რაღაც ჩაგჩურჩულე.
-თუ შეიძლება გაიწიე, მალე უნდა მივბრუნდე, ვიყინები.
- გინდა დაგეხმარო, იქნებ შევძლო და მზეს ვთხოვო შენი გათბობა.
ამის თქმა და მზის ამობრწყინება ერთი იყო, ქარი ნიავად ქცეულიყო, ნაზი ხმით დამემშვიდობა და სახეზე მომიცაცუნა. მოკლედ უცნაური დღე იყო...
ვიღაც მაჯანჯღარებს. ალექსანდრააა გაიღვიძე.
ფანჯრიდან ამწვანებულ მდელოს ვხედავ და ჩიტების ჟღურტული მესმის, მზე მიღიმის და თვალებში მიჭყიტინებს. რა კარგია ასეთი სიზმრები...
ჩანახატი
ალექსანდრა ლონდარიძე
No comments:
Post a Comment