პერსონაჟის პოზიციიდან შექმნილი დღიურის ჩანაწერი (თათა ჭანტურიასა და ლელა ქისტაურის მოთხრობის „ სამაგიერო“ მიხედვით )
19 დეკემბერი , პარასკევი, 2025 წელი
ახალი სკოლა.
პირველად გადმოვედი სხვა სკოლაში, დღეს პირველი დღეა. ცოტას ვღელავ, უცნაური განცდაა, არავის იცნობ, თანაც ვგრძნობ დიდად არავის მოვწონვარ. კარგად ვუკრავ ფორტეპიანოზე, გოგონებთან ვმეგობრობ, ამის გამოც ვეჯავრები მათ, ეტყობა შურთ ჩემი.
8 იანვარი, სამშაბათი, 2026 წელი
მგზავრობა.
ზამთრის არდადეგების დასრულებამდე ერთი კვირა რჩება. დღეს უკვე ბაკურიანის ბანაკში მივემგზავრები ახალ კლასელებთან ერთად. ავტობუსში ისევ ცუდად მექცევიან, ხან ფოტოაპარატს მიმალავენ, ხან სკამის ქვეშ ნაგავს მიყრიან, ხანაც მპასტავენ. გული მწყდება, მაგრამ ვცდილობ არ ვიჩხუბო და ყურადღებას არ ვაქცევ, მინდა კონფლიქტი თავიდან ავირიდო, იმედია მიხვდებიან, ცუდი ადამიანი არ ვარ.
11 იანვარი, პარასკევი, 2026 წელი
შეჯიბრის დღე.
დღეს მნიშვნელოვანი დღეა, თხილამურებით სრიალში შეჯიბრი იმართება, სანერვიულო არ მაქვს, შესანიშნავად ვსრიალებ. დროშა დაუშვეს და შეჯიბრიც დაიწყო. ყველა ჩამოვიტოვე, პირველი ვიყავი, ცოტა დამრჩა ფინიშის ხაზამდე. უცებ დავინახე ჩემი კლასელი, რომელიც ბილიკიდან გადავიდა და თოვლში ჩაეფლო. პირველი ადგილი და ჯილდო სულ გადამავიწყდა, ახლა მას სჭირდებოდა დახმარება. მეც წამოვაყენე და ფინიშის ხაზამდე მისვლაში დავეხმარე, ფეხი ეღრძო, სხვა მეგობრებს ყურადღება არც კი მიუქცევიათ, ჩაუქროლეს. ეს როგორი მეგობრობაა. ჩემმა კლასელმა ინანა თავისი საქციელი, აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად ვეჯავრებოდი. ბაკურიანში ორივემ შევიძინეთ ნამდვილი მეგობარი.
ელიზბარ მინდელი
No comments:
Post a Comment